ნიკა 2004    

   
 
 

ჩვენი კომპანია

შ.პ.ს. `ნიკა 2004~ დაარსებულია 2004 წლიდან.
მრავალფეროვანი და ხარისხიანი სამუშაოების შესასრულებლად კომპანიას გააჩნია სრულყოფილი სამჭედლო საამქრო, სამოდელო საამქრო, ლითონკონსტრუქციების ამწყობი საამქრო, ფოლადსაჩამომსხმელო ქარხანა, რაც გვაძლევს საშუალებას თქვენი პროექტით, ან თქვენი სურვილით და ჩვენი პროექტით დაგიმზადოთ ნაჭედი ლითონის ელემენტები, ნებისმიერი სირთულის დეკორატიული ჭედური კარებები, ღობეები, მოაჯირები, ჩამოვასხათ თუჯისა და ლითონის ელემენტები, დაბალი და მაღალნახშირბადიანი ფოლადის ქრომირებული და მაღალმარგანეციანი ლითონის სხმულები, თუჯის ნამზადები, რომლებიც გამოიყენება საგლინავ წარმოებაში, ცემენტის, სამთო-მომაპოვებელ, სამშენებლო და სამრეწველო პროფილის საწარმოებში, საქალაქო და მაგისტრალური გზების მშენებლობისას, ასევე სხვადასხვა წარმადობის ფოლად სადნობი ელექტრო რკალური და ფეროშენადნობი სადნობი ღუმელების, მსხვრევანების და მექანიკური დანიშნულების აგრეგატებში.
2006 წლის 1 დეკემბრიდან ექსპლუატაციაში შევიდა მექანიკური საამქრო. 2009 წლიდან ამუშავდა ფეროშენადნობების წარმოება, სადაც ხდება მაღალი ხარისხის ფეროსილიკომანგანუმის გამოშვება.
ჩვენს საწარმოში თქვენ მოგემსახურებათ მაღალი კვალიფიკაციის გამოცდილი მეცნიერ-ინჟინრები, ტექნოლოგები, მექანიკოსები, კონსტრუქტორები. და კვალიფიციური მუშა-ხელი.
კავშირი გვაქვს მასალებისა და რესურსების მომწოდებელ მსხვილ კომპანიებთან, ასევე ჩვენი პროდუქცია დიდი მოწონებით სარგებლობს როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.